შსს ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის დაკავებას ადასტურებს

შსს ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის დაკავებას ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის და გამარჯვებული საქართველოს დამფუძნებლის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, კობა კოშაძე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

 

on.ge