დიპლომატის მკვლელობის გამო თურქეთი საპასუხო ზომებით იმუქრება

დიპლომატის მკვლელობის გამო თურქეთი საპასუხო ზომებით იმუქრება

თურქეთი მისი დიპლომატის მკვლელობისთვის საპასუხო ზომებით იმუქრება. შესაბამისი ტექსტი პრეზიდენტის პრესსპიკერმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

ამავე მიკრობლოგში მომხდარს პოსტი მიუძღვნა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელმაც საკონსულოს თანამშრომელზე თავდასხმა დაგმო. 

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დაწერა, რომ ამ მოღალატეობრივ ქმედებას შესაბამისი პასუხი მოჰყვება. 

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით კი, თავდამსხმელების გამოსააშკარავებლად  ერაყის მთავრობასთან მუშაობენ.