ჯანეზაშვილი მოსამართლეობის კანდიდატს: ლევან მურუსიძე არის თუ არა თქვენთვის ლიდერი

ჯანეზაშვილი მოსამართლეობის კანდიდატს: ლევან მურუსიძე არის თუ არა თქვენთვის ლიდერი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის დიანა ბერიკაშვილის თქმით, მოსამართლე ლევან მურუსიძე მისი ლიდერი არ არის, ლიდერად მას შვილები და სულიერი მოძღვარი ყავს.

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე კანდიდატს  ამის შესახებ კითხვა,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა  ნაზი ჯანეზაშვილმა დაუსვა. ის დაინტერესდა ბერიკაშვილისთვის მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო თუ არა ლიდერი.

 

„ჩემი ლიდერები ჩემი შვილები არიან და ჩემი სულიერი მოძღვარი მამაო“, - განმარტა ბერეკაშვილმა და განაცხადა, რომ ლევან მურუსიძე როცა ამბობდა, რომ ის არის ლიდერი, ალბათ, მის გულისხმიერებას გულისხმობდა.

 

„ვფიქრობ, ბატონი ლევანი გულისხმობდა იმას, რომ ის არის ძალიან გულისხმიერი, ყურადღებიანი, მეგობრული და უამრავი ადამიანური დადებითი თვისებები აქვს. შესაძლოა, ამას გულისხმობდა ლიდერის რანგში“,- განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა.

 

მისივე განმარტებით, თავადაც შეიძლება იყოს სასამართლოში კარგი ლიდერი.

 

„მეც ვარ ლიდერი, კარგი მოსამართლე, რომელსაც შეიძლება სხვა მოსამართლემ ჭკუა ჰკითხოს, დარიგება მიიღოს მისგან, არამარტო სამოსამართლეო საქმიანობაში. ამას თუ გულისხმობთ, მაგალითად, მეც მიმაჩნია ეს“,-  აღნიშნა ბერეკაშვილმა.