18 წლამდელი რაგბისტები ევროპაში მეოთხეზე

18 წლამდელი რაგბისტები ევროპაში მეოთხეზე

პოლონეთში შვიდკაცა რაგბიში 18 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. 

ახალგაზრდა ქართველმა მოშვიდკაცეებმა „ბ“ ჯგუფში ყველა მატჩი მოიგეს, პირველი ადგილი დაიკავეს და მეოთხედფინალში ბელგია 21:5 დაამარცხეს. ნახევარფინალი ესპანეთის წინააღმდეგ დაძაბული გამოდგა და 14:19 დავმარცხდით. 18 წლამდელი „ბორჯღალოსნები“ მესამე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთს დაუპირისპირდნენ და  აქაც დაძაბულ შეხვედრაში 10:14 წავაგეთ.

შეგახსენებთ,რომ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოსთვის საუკეთესო შედეგი მეშვიდე ადგილის იყო. 

სტატისტიკა: 

ჯგუფური ეტაპის შედეგები
საქართველო 31-7 ირლანდია
საქართველო 29-10 ლუქსემბურგი
საქართველო 27-12 რუსეთი      

მეოთხედფინალი

საქართველო 21-5 ბელგია

ნახევარფინალი

საქართველო 14-19 ესპანეთი

მესამე ადგილი 

საქართველო 10-14 საფრანგეთი