პანკისის მოსახლეობასთან ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის აქტუალურია - ქეთევან ციხელაშვილი

პანკისის მოსახლეობასთან ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის აქტუალურია - ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა პანკისის სახალხო კრების განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:           

„რა თქმა უნდა, პანკისის მოსახლეობას შევხვდები. გავაგრძელებთ შეხვედრებს, რომლებიც ხეობაში არაერთხელ გვქონია, სწორედ იმ სულისკვეთებით, რომლითაც ადრე ვხელმძღვანელობდით და ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხზე, რაც მოსახლეობისათვის აქტუალურია. მათ შორის იმაზეც, თუ რა საქმიანობაა დაგეგმილი მომავალში ხეობის განსავითარებლად. მოგეხსენებათ, გვაქვს ხეობის განვითარების გეგმა, რომელშიც მოსახლეობაც ჩართულია და მთლიანად მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარეა შედგენილი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა თემას განვიხილავთ და ყველა ამ საკითხს მივუდგებით ისეთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, რომელიც პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტ მოსახლეობას ახასიათებს“