ვინმეს მოსწონს თუ არა, გადაწყვეტილება მიღებულია, მისი ეჭვქვეშ დაყენება  ანტი-დასავლური განწყობებს შექმნის

ვინმეს მოსწონს თუ არა, გადაწყვეტილება მიღებულია, მისი ეჭვქვეშ დაყენება ანტი-დასავლური განწყობებს შექმნის

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საქმეზე ტრასბურგის გადაწყვეტილების ეჭქვეშ დაყენება ქვეყანაში ანტი-დასავლურ განწყობებს შექმნის.

 

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

 

„ვინმეს მოსწონს თუ არა, გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა მისი ეჭვქვეშ დაყენება უკვე პრო კი არა, ანტი-დასავლური განწყობებს შექმნის. ამასთანავე, კრიტიკული, თუნდაც აგრესიული მედია პლატფორმის არსებობა ჩვენს სინამდვილეში აუცილებელია. მალე გამოჩნდება, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ის, რასაც ქვია ადამიანური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური რესურსი. ყველა შემთხვევაში, ახლა გადავიდნენ სიმწიფის და გუნდური მდგრადობის ტესტირების რეჟიმში. ვნახოთ...“ , - წერს გია ხუხაშვილი.

 

რუსთავი2-ის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. სტრასბურგის სასამართლომ ევროკონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა და შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე, ვინაიდან სტრასბურგის გადაწყვეტილებით უქმდება დროებითი აღსრულების მექანიზმი.

 

ტელეკომპანია „რუსთავი2“ სტრასბურგში ევრკონვენციის ოთხი მუხლის დარღვევის დადგენას ითხოვდა, კერძოდ: სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება (მე-6 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (მუხლი 10), უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (მუხლი 18), საკუთრების დაცვა (პირველი პროტოკოლის პირველი მუხლი).