„რუსთავი2“ -ის  ეთერში ვართ და არ ვაპირებთ არ ყოფნას! ეს იყო შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება - ნიკა გვარამია

„რუსთავი2“ -ის ეთერში ვართ და არ ვაპირებთ არ ყოფნას! ეს იყო შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება - ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.

„რუსთავი 2“ ეთერში ვართ და არ ვაპირებთ არ ყოფნას! პირველ რიგში რომ არ ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება შოკის მომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, არ ვიქნები მართალი. იურისტი ვარ ყველაფერთან ერთად, შეიძლება დაგავიწყდათ, მაგრამ ვარ და არც თუ ისე ცუდი. ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს. გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. სამწუხაროდ, ყველაფერთან ერთად, მოთხოვნების არ დაკმაყოფილებასთან ერთად, ძალიან მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება, რომელსაც რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ. დანარჩენ შემთხვევებში დაუშვებლად დაშვების გამო ჩაკეტა გასაჩირების უფლება. მე კონსპირაციების მომხრე არ ვარ და ვერანაირ ეჭვს ვერ შევიტან მიუკერძოებლობაში, უბრალოდ მივაწეროთ ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას. მე მაქვს კრიტიკის უფლება და ცხადია, არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას სრულად“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის” საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა დადგინდა. „რუსთავი 2-ს” შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.