მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ  ანტიდასავლურ რიტორიკას შეეშვით-თამარ ჩერგოლეიშვილი

მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ანტიდასავლურ რიტორიკას შეეშვით-თამარ ჩერგოლეიშვილი

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, გარკვეული პოლიტიკური  ჯგუფების განცხადებებს აფასებს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მძიმეა, მაგრამ სამართლიანობის ეჭვქვეშ დაყენება ანტი-დასავლური რიტორიკაა.

„მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ  ანტიდასავლურ რიტორიკას შეეშვით, თუ შეიძლება“,-წერს ჩერგოლეიშვილი

იგივე ნარატივს იზიარებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, მისი თქმით, ვინმეს მოსწონს თუ არა, გადაწყვეტილება მიღებულია და მისი ეჭვქვეშ დაყენება ანტი-დასავლური განწყობებს შექმნის.

„ნაციონალური მოძრაობა“ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების უკან „ბიძინა ივანიშვილის ფულის და პუტინის გავველას“ ხედავს. ამის შესახებ კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ განაცხადა.

 

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.  ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

 ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას.