ქრთამი ჯოჯოხეთს კი არა,  როგორც ჩანს, ევროპის სასამართლოსაც ანათებს -შალვა ნათელაშვილი

ქრთამი ჯოჯოხეთს კი არა, როგორც ჩანს, ევროპის სასამართლოსაც ანათებს -შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით,  “რუსთავი 2-ის” საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენა ბიძინა ივანიშვილმა იქონია.

მისი შეფასებით, ივანიშვილმა სტრასბურგის მოსამართლეებს გადაწყვეტილებაში ქრთამი გადაუხადა.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“თავიდანვე აღვნიშნავ, რომ “რუსთავი-2″ კი არა, სი-ენ-ენ-ი და ბი-ბის-იც რომ ჩაიგდოს ხელში ბიძინა ივანიშვილმა, მას მაინც არაფერი ეშველება, რადგან ხალხის გულიდან იგი საბოლოოდ ამოღებულია. რაც შეეხება ევროპის სასამართლოს იქ დღეს გადამწყვეტი როლი ითამაშა ცნობილმა შეკვეთებზე მომუშავე მოსამართლე  ლადო ჭანტურიამ, რომელიც იქ შეუშვა ივანიშვილმა, ფაქტობრივად, ფულის ჩამომტარებლად. ქრთამი ჯოჯოხეთს კი არა მარტო, როგორც ჩანს, ევროპის სასამართლოსაც ანათებს. რა თქმა უნდა, აქ გადამწყვეტ როლს ითამაშებდნენ, ასევე, ევროპის პროპუტუნისტური ქვეყნებიდან წარდგენილი მოსამართლეებიც”, – დაწერა ნათელაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.