იმედი მაქვს, ასევე დასრულდება ყველა უსამართლობა, რასაც „ნაცმოძრაობა“ ახორციელებს ჩვენს ქვეყანაზე

იმედი მაქვს, ასევე დასრულდება ყველა უსამართლობა, რასაც „ნაცმოძრაობა“ ახორციელებს ჩვენს ქვეყანაზე

მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის და ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამარჯვებად აფასებს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„ვულოცავ სრულიად საქართველოს, ევროსასამართლოს ამ სამართლიან გადაწყვეტილებას! ასევე ვაზაგაშვილების ოჯახს. დიდი ტკივილით მინდა ბატონ იურის მივულოცო, რომ მისი ბრძოლა, რომელსაც სიცოცხლე შესწირა, დღეს გამარჯვებით დასრულდა. იმედი მაქვს, ასევე დასრულდება ყველა ის უსამართლობა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, თავის განაყოფ, ევრო ნაცებთან ერთად ახორციელებს ჩვენს ქვეყანაზე და მიეცემა ქვეყანას, სიმშვიდის და განვითარების საშუალება ბოლოს და ბოლოს“, - წერს ია მეტრეველი.

ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის (კორტების სპეცოპერაცია) საქმეზე საქართველოს სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

სახელმწიფოს წინააღმდეგ სტრასბურგში გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

ევროსასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივანი მხარის, ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის მოთხოვნა და ევროკონვენციის მუხლების დარღვევა დაადგინა, კერძოდ საუბარია სიცოცხლის უფლებასა და ეფექტური გამოძიების უფლებაზე.