იმედი მაქვს „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონ გასცემს პასუხს ბარამიძის მცდარ მოსაზრებებს - ბობოხიძე

იმედი მაქვს „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონ გასცემს პასუხს ბარამიძის მცდარ მოსაზრებებს - ბობოხიძე

„გიორგი ბარამიძე  გამოირჩევა თავისი არცთუ ისე სწორი შეფასებებით და იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონ გასცემს პასუხს თავისივე წევრის მცდარ მოსაზრებებს“-ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე გიორგი ბარამიძის განცხადებას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ბარამიძემ სტრასბურგის გადაწყვეტილება „ბიძინა ივანიშვილის ფულის და პუტინის გავლენას“ დაუკავშირა.

„ეგ არის გიორგი ბარამიძის  განცხადება და არა ნაციონალური მოძრაობის. გიორგი ბარამიძე  გამოირჩევა თავისი არც თუ ისე სწორი შეფასებებით და იმედი მაქვს რომ ნაციონალური მოძრაობა თვითონ გასცემს პასუხს თავისივე წევრის მცდარ მოსაზრებებს“-აცხადებს ბობოხიძე.

აკაკი ბობოხიძის განცხადებით, თუკი რუსთავი 2 -ში ხელმძღვანელობის ცვლილებით არხის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება „ეს ბიძინა ივანიშვილს არ უშველის“

„რუსთავი 2 ში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ბიძინა ივანიშვილს არ უშველის. აქაც წააგებს ბიძინა ივანიშვილი, რადგან ნებისმიერი მოქალაქე უცებ აღმოაჩენს, რომ რუსთავი 2 ის სარედაქციო პოლიტიკის  შეცვლით მაცივარი არ გაივსება და კრედიტები ბანკში არ დაიფარება.“-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ

 

წყარო: "პრაიმტაიმი"