ნიკოლას მადურო - სამხედრო გადატრიალება დამარცხებულია

ნიკოლას მადურო - სამხედრო გადატრიალება დამარცხებულია

სამხედრო გადატრიალება დამარცხებულია, – ამის შესახებ ვენესუელას ლიდერმა, ნიკოლას მადურომ სპეციალური გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, განვითარებულ მოვლენებში პასუხისმგებლები დაკითხეს. ვენესუელას ლიდერმა აღნიშნა, რომ მომხდარი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. მან პროცესებში ჩართულ ყველა პირს დანებებისკენ მოუწოდა.

" შეთქმულები ვენესუელელ ხალხს შორის შეიარაღებული კონფრონტაციის დაწყებას ცდილობდნენ, რასაც შემდეგ უცხო ქვეყნის ინტერვენციისთვის გამოიყენებდნენ. მეამბოხე სამხედრო მოსამსახურეების 80-მა პროცენტმა შუა დღესვე მიატოვა ხუან გუაიდო და მასთან მხოლოდ 20 ადამიანისგან შემდგარი მცირე ჯგუფი დარჩა. ვენესუელა იმპერიალისტურ ძალებს არასდროს დანებდება და მისი მთავრობა გამარჯვებას მომავალშიც განაგრძობს".

ნიკოლას მადურომ  ეროვნული დაზვერვის სამსახურის ახალ ხელმძღვანელად გუსტავო გონსალეს ლოპესი დანიშნა, ხოლო 30 აპრილს განვითარებულ მოვლენებს ნიკოლას მადუროს განკარგულებით, სპეციალურად დანიშნული პროკურორი გამოიძიებს