მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს

მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ და უყრიან კენჭს.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს შევარჩევთ მაქსიმალური გამჭვირვალობის ფონზე, ამერიკული მოდელით, რომელიც გულისხმობს თითოეული კანდიდატის ინდივიდუალურად მოსმენას და შემდგომ თითოეული კანდიდატისთვის კენჭისყრას პლენარულ სხდომაზე. დღეს არის დარჩენილი მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებების განხილვა, რაც გათვალისწინებული არის კანონპროექტის მესამე მოსმენისთვის. პლენარულ სხდომაზე წარვადგენთ კანონპროექტს, რომელშიც ასახული იქნება მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნები. ამის შემდეგ პრეზიდენტი აწერს ხელს, კანონპროექტი იქცევა უკვე კანონად და შედის ძალაში”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა