„ჯერ ბუტას საქმეზე აგოს პასუხი და მერე დაიწყოს ჩივილი სხვების წინააღმდეგ" - მეტრეველი ოქრუაშვილზე

„ჯერ ბუტას საქმეზე აგოს პასუხი და მერე დაიწყოს ჩივილი სხვების წინააღმდეგ" - მეტრეველი ოქრუაშვილზე

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოსგან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებას ითხოვს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა გააკეთა.

როგორც მეტრეველი ამბობს, ოქრუაშვილმა ჯერ ბუტას საქმეზე უნდა აგოს პასუხი და მერე დაიწყოს სასამართლოებში ჩივილი სხვების წინააღმდეგ.

„კი მაგრამ, საიდან ჰქონდა ოქრუაშვილს ამდენი მილიონი, აკი დევნილად იყო გაქცეული საფრანგეთში. ოქრუაშვილმა ჯერ ბუტას საქმეზე აგოს პასუხი და მერე დაიწყოს სასამართლოებში ჩივილი სხვების წინააღმდეგ“, - წერს ია მეტრეველი სოციალურ ქსელში.