მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუზეუმები

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუზეუმები

მსოფლიო მუზეუმებს შორის დამთვალიერებელთა რაოდენობის მიხედვით პარიზის ლუვრმა პირველი ადგილი დაიკავა. ეს მუზეუმი სადაც, დემონსტრირება უკეთდება 38 000-მდე ობიექტს,10,2 მილიონმა ადამიანმა მოინახულა. 8,61მილიონი დამთვალიერებლით, საპატიო მეორე ადგილზეა პეკინის ეროვნული მუზეუმი. მესამე ადგილი კი 7,36 მილიონი მნახველით, ნიუ-იორკის ხელოვნების მეტროპოლიტენ მუზეუმს უკავია. მომდევნო ადგილები ერგოთ: ვატიკანის, ვაშინგტონის, ლონდონისა და ნიუ-იორკის მუზეუმებს, რომლებსაც საკმაოდ სოლიდური რაოდენობის დამთვალიერებლები ჰყავთ.