ცხინვალი საქართველოს მიერ გენოციდის მოწყობის აღიარების თხოვნით რუსეთს მიმართავს

ცხინვალი საქართველოს მიერ გენოციდის მოწყობის აღიარების თხოვნით რუსეთს მიმართავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტი გეგმავს 1920 წელს საქართველოს მიერ „სამხრეთ ოსეთის ხალხის“ „გენოციდის“ ოფიციალურად აღიარების თხოვნით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიმართოს. ინფორმაციას „სპუტნიკ ოსეტია“-ზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ცხინვალის რეჟიმი ვლადიმერ პუტინის შეფასებას ეყრდნობა. შეგახსენებთ, რომ პუტინის თქმით, „საქართველომ ოსეთში გენოციდი მოაწყო“. 

საკითხი ე.წ. „სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა“ დღეს განიხილა. დეპუტატებმა გაიხსენეს 100 წლის წინანდელი მოვლენები და წარადგინეს სტატისტიკური მონაცემებიც. მიმართვის სამი ვარიანტი მოამზადეს და მათ შესაჯერებლად მუშაობის გაგრძელებას ორშაბათს აპირებენ.

 

ინტერპრესნიუსი

ამ