ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრს ხელი ჰკრა (ვიდეო)

ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრს ხელი ჰკრა (ვიდეო)

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, სტეპან პოლტორაკს ხელი ჰკრა. ინციდენტი სამხედროებისთვის განკუთვნილი ექსპერიმენტული მოდულების დათვალიერებისას მოხდა.

ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს თუ როგორ ესაუბრება ზელენსკი თავდაცვის მინისტრს, გენშტაბის უფროსს, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს და კიდევ ერთ პიროვნებას. 

ერთ მომენტში უკრაინის პრეზიდენტმა მკვეთრი მოძრაობით ხელი ჰკრა თავდაცვის მინისტრს. ზელენსკის ასეთი უცნაური ქცევის მიზეზი უცნობია. 

როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ზელენსკიმ პოლტორაკისგან ანგარიში მოისმინა, რა დროსაც მას უღიმოდა და რამდენჯერმე მეგობრულად მხარზე ხელიც დაადო.