ზელენსკის შანსი უნდა მივცეთ  ძველ პოლიტიკოსებს ადგილები არ დაუთმოს - მიხეილ სააკაშვილი

ზელენსკის შანსი უნდა მივცეთ ძველ პოლიტიკოსებს ადგილები არ დაუთმოს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, უკრაინაში მის მიერ დაფუძნებული პარტია „ახალ ძალთა მოძრაობა“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიდან მოხსნა. სააკაშვილმა Facebook მიმართვაში საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდა, ხმა პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პარტიის – „ხალხის მონა“ სასარგებლოდ მისცენ.

„პრეზიდენტთან უკვე მაქვს კითხვები, მაგრამ, ვფიქრობ, მას უნდა მივცეთ შანსი, დააკომპლექტოს უმრავლესობა და ძველ პოლიტიკოსებს ადგილები არ დაუთმოს. ამიტომ, ახლა ყველა პროცენტი მნიშვნელოვანია“,– განაცხადა სააკაშვილმა.

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა გამართულიყო, თუმცა ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მაისში, ინაუგურაციის დღეს, უმაღლესი რადის დათხოვნის განკარგულება გასცა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისისთვის დანიშნა. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.

სოციოლოგიური ჯგუფის – „რეიტინგის“ მიერ ჩატარებული უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით, პარტია „ხალხის მონა“, რომლის ლიდერიც ზელენსკია, 49,5% მოიპოვებს. გარდა ამისა, პარლამენტში მოხვდება „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ (10,5%); პეტრო პოროშენკოს“ევროპული სოლიდარობა“(7,7%); ასევე, პარლამენტში მოხვდება იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშჩინა“(6,9%) და „ხმა“(5,9%).