ყველაზე დაბალხელფასიანი თანამშრომლის ხელფასსაც ვერ დაფარავს ის ფული რაც  წინა მენეჯმენტმა დატოვა- პაატა სალია

ყველაზე დაბალხელფასიანი თანამშრომლის ხელფასსაც ვერ დაფარავს ის ფული რაც წინა მენეჯმენტმა დატოვა- პაატა სალია

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალიას განცხადებით, კომპანიაში ფინანსური კუთხით, სავალალო მდგომარეობაა და შესალოა თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემა დაგვიანდეს.

ვეძებთ ყველანაირ გზას, რომ მოხდეს თანამშრომლებისთვის დროულად ხელფასის გაცემა. შეიძლება 1-2 დღით დაგვიანდეს ტექნიკური მიზეზების გამო და .. მდგომარეობა ძალიან სავალალო დაგვხვდა. ერთი ალბათ ყველაზე დაბალხელფასიანი თანამშრომლის ხელფასსაც ვერ დაფავარვს ის ფული, რაც დატოვა წინა მენეჯმენტმა,- განაცხადა სალიამ.

მისივე თქმით, ეს ფაქტი არ უკავშირდება ტელეკომპანიის ყადაღას:

ბევრი სპეკულაციაა იმაზე, რომ ეს არის იმ ყადაღების ბრალი. აუცილებლად იპოვით ჩემ განცხადებებს, სადაც ვამბობდი, რომ თუ კომპანიას სჭირდება დამატებითი სახსრები გარკვეულ ეტაპზე, სჭირდება დაფინანსება იმისთვის  რომ გასცეს ხელფასები, დააფინანსოს გადაცემები, შეიძინოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ დავის პირველივე დღიდან, როცა ყადაღა დაედო, მაშინათვე ვთქვით, მოგვმართეთ წერილობით, გვითხარით რა გჭირდებათ და ყადაღას აუცილებლად მოვხსნით,- განაცხადა პაატა სალიამ