„გროვდება ხელმოწერები, რათა აიკრძალოს ჰომოსექსუალური გარყვნილების პროპაგანდა“ -ზუგდიდში, საინიციატივო ჯგუფმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

„გროვდება ხელმოწერები, რათა აიკრძალოს ჰომოსექსუალური გარყვნილების პროპაგანდა“ -ზუგდიდში, საინიციატივო ჯგუფმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ზუგდიდში, საინიციტიავო ჯგუფმა ” ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა და საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებმა, ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება.

გურამ ფალავანდიშვილის თქმით მათ მიიღეს უფლება ტაძარში, და არა მარტო ტაძარში, სხვა ადგილებშიც მეტროებთან, დადგან ხელმოწერების ყუთები.

“გროვდება ხელმოწერები, რათა აიკრძალოს ჰომოსექსუალური გარყვნილების პროპაგანდა, მარშები, ტელევიზიებში, ტოკშოუებში, განათლების სისტემაში. ეს არის ერის და ბერის მოთხოვნა. ჩვენ გვინდა ეს ხმა მივაწვდინოთ საქართველოს მთავრობას. სავარაუდოდ პირველ ოქტომბრამდე მთელ საქართველოში შევაგროვებთ ხელმოწერებს, რაც შეიძლება მეტს და შემდგომ ერთ თვეს მივცემთ, დაველოდებით პასუხს. და თუ პასუხი არ იქნა, პირველი ნოემბრიდან ვგეგმავთ საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე, რათა ეს ბოლობოლო მიიღონ”, -განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა .

ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ ისაუბრა დღევანდელი წირვის შესახებ. მისი თქმით ის არ იყო საქმის კურსში ხელმოწერების შეგროვების თაობაზე. გურამ ფალავანდიშვილმა მეუფე გერასიმეს ხელმოწერების შესახებ წირვის შემდეგ მიაწოდა ინფორმაცია.

” დღეს ჩვენი ეპარქიის სამღვდელოება, მორწმუნე ერი შეიკრიბა რათა ვილოცოთ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისათვის. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის. მოგეხსენებათ, რომ ამ ბოლო დროს განვითარდა მოვლენები, რომლებიც გარეთ თუ შიგნით, ძალიან აღელვებს საზოგადოებას და ჩვენ დღეს ჩავატარეთ წირვა-ლოცვა რომ უფალს შევევედროთ, რომ მშვიდობა იყოს უპირველეს ყოვლისა საქართველოში და კეთილდღეობა. ეს ყველაფერი მოხდება ერთსულოვნებით, როდესაც ერი და ბერი შრიკრიბება, როდესაც ერი და ბერი ერთად დადგება ღვთის წინაშე და ჩვენც ასეთი ფორმით გადავწყვიტეთ, რომ უფალს შევევედროთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობის დამკვიდრება და სიყვარული უფლისა და მოყვასის. ” რაც შეეხება ხელმოწერების შეგროვებას, არ ვიცი რა ხელმოწერები გროვდება”, -განაცხადა მეუფე გერასიმემ.

 

ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო მშენებარე ტაძრის ეზოში კი ტრაპეზი მიმდინარეობს. სუფრა 1500 ადამიანზეა გაშლილი. ტრაპეზს ესწრებიან სხვადასხვა ეპარქიების სამღვდელოების წარმომადგენლები, მათი მასპინძელია, ზუგდიდ – ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე.

როგორც ერთ-ერთმა სასულიერო პირმა აღნიშნა, ტრაპეზი იმართება უკრაინაში მოღვაწე ზუგდიდელი ბიზნესმენის, გიორგი ბერიშვილის შემოწირულობით და გათვლილია სოციალურად დაუცველ პირებზე.