ვერავინ გაბედავს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება შეზღუდოს -კახი კალაძე

ვერავინ გაბედავს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება შეზღუდოს -კახი კალაძე

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის სიტყვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი მთავარი მონაპოვარია.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას, კალაძემ განმარტა, რომ ქვეყანაში ვერავინ ვერ გაბედავს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს.

მე არ ვიცი საერთოდ რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი რუსთავი-2-ის საქმეთსან, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ მიიღო და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დავემორჩილოთ ამ გადაწყვეტილებას, როგორც რამდენიმე წლის წინ დავემორჩილეთ იმ გადაწყვეტიელბას, როდესაც ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილება შეაჩერა დროებით სტრასბურგის სასამართლომ. იგივე დამოკიდებულებაა ახლაც. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ხელისუფლების ინტერესი არის მედიაპლურალიზმი, ქვეყნის განვითარება, წინსვლასიტყვის თავისუფლება. 2012 წლიდან ამ ქვეყანაში არ ყოფილა შეზღუდული, არც არის და არც იქნება მომავალში, ვერავინ გაბედავს, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის უფლება შეზღუდოს, - განაცხადა კალაძემ