ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა ხელფასები მიიღონ - პაატა სალია

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა ხელფასები მიიღონ - პაატა სალია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, არსებული რესურსებით ტელევიზიის თანამრომლებისთვის ხელფასის მიცემა რთული იქნება. თუმცა, როგორც სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ ტელევიზიის თანამშრომლებმა ხელფასები მიიღონ.

„მე არ ვისაუბრებ ახლა რიცხვებზე და რაოდენობაზე. თუმცა, ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა ხელფასები მიიღონ. არსებული რესურსებით ალბათ, რთული იქნება ამის გაკეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეიდან, ხვალიდან ვმუშაობთ ამ თემებზე, რომ ეს არ მოხდეს“, - განაცხადა სალიამ.