მოწოდებით, „ბიძინა, გამოდი დაგვთვალე" პარლამენტთან აქცია კვლავ განახლდა

მოწოდებით, „ბიძინა, გამოდი დაგვთვალე" პარლამენტთან აქცია კვლავ განახლდა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს დანომრილი ფურცლები დაურიგეს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დანომრილი ფურცლები შეკრებილებს იმ მიზეზით დაურიგეს, რომ ამგვარად დაითვალონ რამდენი ადამიანი მივიდა აქციაზე.

„ბიძინა, გამოდი დაგვთვალე", - მიმართა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.

პარლამენტთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.