დღეს უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

დღეს უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

დღეს უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რომელშიც 22 პარტია მონაწილეობს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

რადაში სულ 424 ადგილია. პირველი წინასწარი შედეგები დღესვე გახდება ცნობილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის მომხრეებს უკრაინის პირველი პირის ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. იმის მიუხედავად, რომ კიევის სასამართლომ სააკაშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა, მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს.