აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ რუსლან აბაშიძე დაინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ რუსლან აბაშიძე დაინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ რუსლან აბაშიძე დაინიშნა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი სწორედ რუსლან აბაშიძეს დაუჭირა.

როგორც თავად რუსლან აბაშიძემ განაცხადა, უახლოეს დღეებში იგი სამოქმედო გეგმას წარადგენს და საკუთარი კაბინეტის დაკომპლექტებას შეუდგება.

შეგახსენებთ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გადადგომის შესახებ განცხადებით აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ოფიციალურად მიმართა.

რუსლან აბაშიძე ამ დრომდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა