გეი სიყვარულზე გადაღებულმა ქართულმა ფილმმა ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრი მოიპოვა

გეი სიყვარულზე გადაღებულმა ქართულმა ფილმმა ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრი მოიპოვა

ლევან აკინის ქართულ-შვედურმა ფილმმა And Then We Danced ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრი მოიპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ Hollywood Reporter ავრცელებს.

ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე რეჟისორთა ორკვირეულის სექციაში შედგა და საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა. ეს არის პირველი ქართული ფილმი, რომელიც გეი სიყვარულს შეეხება.

ფილმის მთავარი პერსონაჟია მერაბი, რომელიც ბავშვობიდან ანსამბლში ქართულ ეროვნულ ცეკვებს ცეკვავს. მისი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, როდესაც მის ცხოვრებაში ქარიზმატული ირაკლი ჩნდება, რომელიც ასევე ცეკვავს ქართულ ცეკვებს. 

ლევან აკინი ამბობს, რომ მისი ინსპირაციის წყარო საქართველო და საქართველოში 2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენები იყო. ფილმში მთავარ როლებს ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი ასრულებენ.