სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა (ვიდეო)

სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა (ვიდეო)

იტალიის კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. ვულკანის ამოფრქვევის გამო, კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე კომიზოსა და კატანიის აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს.

დილით ვულკანის აქტიურობამ იკლო, რის შემდეგაც აეროპორტებმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლეს.

ეტნა ევროპის ყველაზე მაღალი და ყველაზე აქტიური ვულკანია.