ელონ მასკის ახალი გამოგონება - მიკრო-ჩიპი, რომელიც ადამიანის ტვინს მობილურ ტელეფონთან დააკავშირებს

ელონ მასკის ახალი გამოგონება - მიკრო-ჩიპი, რომელიც ადამიანის ტვინს მობილურ ტელეფონთან დააკავშირებს

ელონ მასკის ახალი გამოგონება - კომპანია SpaceX-ის დამაარსებელი აპირებს ადამიანის ტვინში ბლუთუზით მართვადი მიკრო-ჩიპის ჩამონტაჟებას, რომელიც შეძლებს ტელეპატიის ფუნქციის შესრულებას და ტვინში დაზიანებული უჯრედების აღდგენას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კომპანია „TESLA“ და „SPACEX’’-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ელონ მასკმა, განაცხადა, რომ მცირე ზომის ნანოტექნოლოგიური მეხსიერების ბარათი 1000 უმცირესი მავთულისგან შედგება, რომელიც ადამიანის თმის ღერის ერთი მეათედის ზომის იქნება. ჩიპს გააჩნია USB-C პორტი, რომელიც ტელეფონს, მცირე ზომის კომპიუტერს ან სმარტფონს დაუკავშირდება.

მასკის განცხადებით, NEURALINK-ის გამოყენება შეეძლებათ იმ ადამიანებსაც, ვისაც მეხსიერების გაძლიერება სურთ, მათ, ვისაც ინსულტი აქვთ გადატანილი, კიბოს ებრძვიან, ან პარალიზებულები არიან.

მოწყობილობას ადამიანის თავის ტვინში რობოტი ჩაამონტაჟებს. მასკის თქმით, დანადგარი 2 მილიმეტრის სისქის ხვრელს გააჩენს ადამიანის თავის ქალაში, სადაც მოთავსდება ჩიპი.

გაცხადებული ინფორმაციის მიხედვით, ჩიპზე პრაქტიკული გამოცდები დაიწყება 2020 წლის ბოლომდე. მასკის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის სრულყოფას და მისი ადამიანთან უფრო მჭიდრო ადაპტირებას. პროექტში ჩადებული ინვესტიცია „TESLA“-ს დირექტორის მიერ შეადგენს 100 მილიონ დოლარს.