რუსთავში, ტბაში ქალის ცხედარი იპოვეს

რუსთავში, ტბაში ქალის ცხედარი იპოვეს

რუსთავში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხელოვნურ ტბაში ქალი გარდაცვლილი ნახეს. 81 წლის ქალს ოჯახის წევრები და პოლიცია 3 დღის მანძილზე ეძებდა.

არსებული ინფორმაციით ცხედარს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. ვარაუდობენ, რომ ქალმა თავი მოიკლა. 

მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.