კობერიძის წასვლით უმრავლესობა არ დაზარალებულა - ვოლსკი

კობერიძის წასვლით უმრავლესობა არ დაზარალებულა - ვოლსკი

გია ვოლსკი აცხადებს, რომ ის ელოდა ლევან კობერიძისგან უმრავლესობის დატოვებას. ვოლსკი ამბობს, რომ კობერიძის წასვლით უმრავლესობა არ დაზარალებულა:          

„არის საკითხები, რომელზეც მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ამაში არაფერი მოულოდნელი და უცხო არ არის. მას გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვს. უმრავლესობის შემედგენლობაში ყოფნა პრინციპულ თემებთან დაკავშვირებით აზრთა სხვადასხვაობას არ ითვალისწინებს. უმრავლესობიდან გასვლა არანაირი პოლიტიკური დანაშაული არ არის.

ლევან კობერიძის დღეს გასვლის გადაწყვეტილება არის გარკვეული პოლიტიკური ხრიკი, ფანდი თუ რაც გვინდა დავარქვათ. მე არ მინდა დამამცირებლად გამომივიდეს, მაგრამ პოლიტიკური პოზიციაა. უმრავლესობის რიგების კიდევ ვინმესგან დატოვება ჩემი აზრით მოსალოდნელი არ არის. მე არ ვთვლი, რომ უმრავლესობა ამ შემთხვევაში რაიმენაირად დაზარალებულია.

„საერთო სასამართლოების შეასახებ კანონპროექტი“ წყალგამყოფი იყო თუ არა, რასაკვირველია იყო. იმიტომ, რომ ამ ეტაპზე არც მე და არც ჩემს კოლეგებს არ მიგვაჩნია, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ პიროვნებათა შეფასების ისეთ რეჟიმში, როდესაც პოლიტიკური სკანდალის გარდა, შედეგი არაფერი დგება"