შსს იულია სუსლიაკის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შსს იულია სუსლიაკის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად.

კერძოდ, აღნიშნული კანონის  მე-11 მუხლის  1 პუნქტის „დ“ და „თ“ საფუძველზე, რაც არასაკმარისი ფინანსური სახსრების, სამოგზაურო დაზღვევის არქონას გულისხმობს, ასევე პირი არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველი სამართალდამცველების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქი „ვახტანგისი”-ს გავლით გააბრუნეს აზერბაიჯანის მიმართულებით",- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.