„გასაკეთებელი ისევ ბევრია“ - ქიბარ ხალვაში

„გასაკეთებელი ისევ ბევრია“ - ქიბარ ხალვაში

„რუსთავი 2”-ზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის შემდეგაც ხალვაში ტელეკომპანიის 100%-ის მფლობელი გახდა, ბიზნესმენი პირველ კომენტარს აკეთებს.

„გასაკეთებელი ისევ ბევრია“, - წერს ხალვაში სოციალურ ქსელში.

სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიანიჭა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.