„არ ვფიქრობ, რომ ჟურნალისტებიდან ოქრუაშვილთან ვინმე გარიგებაში შევიდოდა“ - პაატა სალია

„არ ვფიქრობ, რომ ჟურნალისტებიდან ოქრუაშვილთან ვინმე გარიგებაში შევიდოდა“ - პაატა სალია

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ანა რეხვიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ირაკლი ოქრუაშვილსა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შორის გუშინ შეხვედრა გაიმართა.

„ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრაზე ჩემთვის ჟურნალისტებს არ უთქვამთ და თუ ასეთი ინფორმაცია გაჟღერდა, აუცილებლად მოვიკითხავ, მაგრამ არ მგონია, ეგ იყოს სიმართლე. არ ვფიქრობ, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან ჩვენი გუნდიდან, ჟურნალისტებიდან ვინმე შევიდოდა გარიგებაში“,- განაცხადა სალიამ.