ქარმა და სეტყვამ თელავის რაიონის ოთხი სოფელი დააზარალა

ქარმა და სეტყვამ თელავის რაიონის ოთხი სოფელი დააზარალა

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ, რომელიც 20 წუთზე მეტხანს გრძელდებოდა, თელავის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი დააზარალა.

 სეტყვამ სოფლებში: შალაური, კისისხევი, კურდღელაური და ვარდისუბანი ვენახები და ნაკვეთები გაანადგურა. ასევე, სანიაღვრე არხებმა ჭარბი ნალექი ვერ გაატარა და თელავში რამდენიმე ქუჩაზე ქვა-ღორღი დაგროვდა, შესაბამისად, შეფერხდა ავტომობილების მოძრაობა