ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა ოქრუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურში სარჩელი შეიტანა

ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა ოქრუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურში სარჩელი შეიტანა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, ნინო ბარაჩაშვილმა​​ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურას მიმართა. ის ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

„მოგახსენებთ, რომ დღეს განცხადებით მივმართეთ გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ვინაიდან ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას. ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დანიშნულია ექსპერტიზა, შესაბამისად, დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხებს, გამოძიების პასუხებს“, – განაცხადა ბარაჩაშვილმა.