ტურისტული ნაკადის კლება და გაზრდილი  ფასები: რა მოუტანა საქართველოს ერთთვიანმა პროტესტმა

ტურისტული ნაკადის კლება და გაზრდილი ფასები: რა მოუტანა საქართველოს ერთთვიანმა პროტესტმა

რუსული (დსთ-ის) ტელეარხის «Мир-24»-ის საინფორმაციო-ანალიტიკურ პროგრამაში «Вместе» (21 ივლისი, 20.00) გადაიცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ. გთავაზობთ მასალის ტექსტურ ვერსიას:

„ეკატერინე აბრამოვა, პროგრამის წამყვანი: საქართველოში უკვე ზუსტად ერთი თვეა არ წყდება მიტინგები ანტირუსული ლოზუნგებით და როგორც ჩანს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლები პროტესტის დამთავრებას არ აპირებენ. თბილისის ცენტრში გამართულ მიტინგზე ყოფილი პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილიც იქნა შემჩნეული. იგი მხარს უჭერს ქვეყანაში გარდაქმნების განხორციელებას, მაგრამ არა მიხეილ სააკაშვილს, რადგან წინა პრეზიდენტთან მომდევნო პრეზიდენტს განსაკუთრებული ანგარიშები აქვს. ამ ყველაფერზე უფრო ვრცლად - ტელეარხ «Мир-24»-ის კორესპონდენტი მიხეილ რობაქიძე თბილისიდან:

მიხეილ რობაქიძის რეპორტაჟი:

„ფილოსოფი, პედაგოგი, საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის ფაზიენდა თბილისიდან 40 კილომეტრზე მდებარეობს. არავითარი ბრწყინვალება: უბრალოდ, მოვლილი ეზოა, შიგ ჩადგმული ორი მოკრძალებული კოტეჯით, ერთ-ერთი ტურისტებზეც ქირავდება.

„დიახ, როცა ტურისტებისთვის ცნობილი ხდება, რომ მე პრეზიდენტი ვიყავი, გაოცებას ვერ მალავენ. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ადამიანებთან ურთიერთობა - მათგან ვგებულობ, თუ რას ფიქრობენ საქართველოზე, თავიანთ ქვეყანაზე“, - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

ტელეკომპანია «Мир-24»-ისადმი მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილმა აღიარა - რუსეთიდან ტურისტული ნაკადის შემცირება მის შემოსავლებზეც აისახა. როგორც კი საქართველოში მომხდარ უწესრიგობებზე შეიტყვეს, ბევრმა მისი კოტეჯის დაქირავების ჯავშანი გააუქმა. არადა, ყოფილმა პრეზიდენტმა ტურისტებისთვის არყის გამომხდელი აპარატიც ააწყო და საცხენოსნო გასეირნებისათვის მარშრუტებიც შეადგინა, საქართველოს სამხედრო გზის თვალწარმტაცი პეიზაჟებით.

გიორგი მარგველაშვილი ეთანხმება იმ აზრს, რომ საქართველოში მიმდინარე კრიზისი მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების ნახელავია, მათ მოახდინეს პროვოცირება და ამიტომაც სრულიადაც არ ნანობს იმას, რომ გაქცეული პოლიტიკოსი არ შეიწყალა და მას საქართველოს მოქალაქეობა არ დაუბრუნა. „შეწყალება - შემწყნარებლური ჟესტია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტობა - ეს ყველასათვის უმაღლესი თამასაა. მე ახლაც არ შევცვლიდი ჩემს გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილი თვითონ უნდა გაერკვეს ამ ყველაფერში“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი «Мир-24»-ის კორესპონდენტთან საუბარში.

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილი დღეს სხვა ხალხს უსმენს და ქართული საგალობლების ნაცვლად უკრაინელი ბაიანისტების აკორდებით ტკბება. სხვათა შორის, ისიც ფაზიენდაში ცხოვრობს - პრეზტიჟულ ქალაქგარე კვარტალში, კიევის გარეუბანში, თუმცა, რასაკვირველია, ამას წინათ ფლორიდაზე, მაიამიში მის მიერ შეძენილ აპარატემენტებთან შედარებით კიევური ფაზიენდა ბიძია თომას ქოხად მოგეჩვენებათ.

„მე არაფერი განსაკუთრებული არ მინდა: მაცივარში ხაჭოს კვერებია, რომლებიც მეგობრებმა მომიტანეს, აგრეთვე შპროტი და „ბორჯომი“, - უყვებოდა მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ უცხოელ ჟურნალისტს. მინერალური წყალი „ბორჯომი“, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ  სამშობლოსთან კავშირს არ წყვეტს: უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობის მიუხედავად, იგი თანამემამულეებსაც არ ივიწყებს და ონლაინ-რეჟიმში თბილისში მხარდამჭერებს რჩევა-დარიგებას აძლევს - წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ.

„ბიძინა ივანიშვილმა მთელი საქართველო იყიდა და ეკონომიკა დაანგრია. მან მასმედიისა და სასამართლოს პრივატიზება მოახდინა. და მის შემდეგ ჩვენ უნდა გავჩუმდეთ? მოქმედების დრო მოვიდა. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ქვეყანას ეს მახინჯი რეჟიმი უნდა მოვაშოროთ“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

რადგან პარტია ამბობს - „საჭიროა!“, აქტივიც პასუხობს - „არის!“. მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ყვირილით და ხმაურით დადიან სხვადასხვა ადგილზე - მათთვის მთავარია, რომ მმართველი პარტიის ღონისძიებები ჩაშალონ.

„ისინი ისწრაფვიან ხელისუფლებაში მოსასვლელად. მაგრამ ზუსტად იციან, რომ არჩევნებით მიზნის შესრულებას ვერ შეძლებენ. მათ არეულობის გზა აირჩიეს. ეს ანტირუსული ლოზუნგები კი მხოლოდ იმისთვისაა, რომ ჩვენი ეკონომიკა საბოლოოდ დაასამარონ, ადამიანები კიდევ უფრო გააღარიბონ. შეხედეთ, რა ქნეს - ტურუსტული ნაკადი შეწყდა. რუსი ტურისტები ჩვენი სტუმრებია. ეს ხომ სახალხო დიმლომატიაა“, - განაცხადა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, პროტესტების ერთი თვე ქვეყანას ერთი მილიარდი დოლარი დაუჯდა. ტურიზმის გარდა ზარალდება ვაჭრობაც, სოფლის მეურნეობა და მშენებლობა. უცხოელმა ინვესტორებმა პროექტების ნაწილის რეალიზების პროცესი შეაჩერეს, მათ ეშინიათ ფულის იქ ჩადება, სადაც არასტაბილურის სიტუაციაა.

ქვეყნის გადასარჩენად ანტიკრიზული შტაბია შექმნილი: მთავრობა ცდილობს როგორმე დაეხმაროს მცირე ბიზნესს, თუნდაც ცოტათი მაინც. „ჩვენ ვიხილავთ სახელმწიფოს მონაწილეობის შესაძლებლობას იმ კრედიტების დაფარვის თანადაფინანსებაში, რომლებიც ტურისტულ სეზონზე იყო გათვლილი. მათთან ერთად ვეძებთ ალტერნატიულ გზებს, რათა სხვა ქვეყნების კაპიტალი და ტურისტები მოვიზიდოთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

სანამ ხელისუფლება ჩიხიდან გამოსავალს ეძებს, გაუფასურებული ეროვნული ვალუტის - ლარის ფონზე კვების პროდუქტებზე, ბენზინზე და მედიკამენტებზე ფასები მატულობს. არ არის გამორიცხული შემოდგომისთვის ტარიფების ზრდა ბუნებრივ გაზზე და ელექტროენერგიაზე. მიხეილ სააკაშვილის წყურვილი ხელისუფლებაში დაბრუნებაზე საქართველოს მოსახლეობას ძალიან ძვირად უჯდება.

 

 

წყრო: https://mir24.tv/articles/16370242/snizhenie-turpotoka-i-rost-cen-kakie-ubytki-prines-gruzii-mesyac-protestov