2 მილიარდიან ინვესტიციას 2 მილიონ ლარში ცვლიან - მამუკა ხაზარაძე

2 მილიარდიან ინვესტიციას 2 მილიონ ლარში ცვლიან - მამუკა ხაზარაძე

„ეს არის სურათი, როცა 2 მილიარდიან ინვესტიციას 2 მილიონ ლარში ცვლიან" - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლისას განაცხადა.  

„5 წუთიანი დოკუმენტის და მასალის გადმოსაცემად პროკურატურამ ჩაატარა ქვეყნის საწინააღმდეგო ბრიფინგი, რომელმაც 2 დღის განმავლობაში 2 დღის განმავლობაში ქვეყანას უზარმაზარი ზარალი მიაყენა. გავიგეთ, რომ მილიონ ლარს გვთხოვენ. ეს არის სურათი, როცა 2 მილიარდიან ინვესტიციას 2 მილიონ ლარში ცვლიან. არასოდეს კანონი არ დაგვირღვევია ბოლო 29 წლის განმავლობაში, როცა ბიზნესს ვაკეთებთ და ამიტომ შევქმენით ასეთი წარმატებული კომპანია",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძე აცხადებს, რომ ანაკლიოს პროექტის გადასარჩენად მომავალ კვირაში ანაკლიის პორტის მმართველთა საბჭო შეიცვლება.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის ინფორმაციით, პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ამ წუთებში იწყება.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს  წარედგინათ ბრალი ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.