20 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

20 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებული სამართალდამცველისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დეთანხმა. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

დაკავებულ სამართალდამცველს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. ის დუმილის უფლებით სარგებლობს.