უცხოეთში რეაბილიტაციისთვის აქციაზე დაშავებული კიდევ 3 მოქალაქე გაემგზავრა

უცხოეთში რეაბილიტაციისთვის აქციაზე დაშავებული კიდევ 3 მოქალაქე გაემგზავრა

20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული ორი მოქალაქე დღეს დილით ისრაელში, ერთი კი თურქეთში გაემგზავრა.

თურქეთში მკურნალობის მიზნით უკვე იმყოფება ორი სამართალდამცველი. ორი მოქალაქე განაგრძობს მკურნალობას გერმანიაში, ხოლო კიდევ ორი დაშავებული რჩება ისრაელში. ყოველი მათგანის სამედიცინო მომსახურების ფინანსებს ფონდი „ქართუ“ ფარავს.