2008 წლის ომის შედეგების გამო საერთოდ გასაგდები იყო ჯარიდან

2008 წლის ომის შედეგების გამო საერთოდ გასაგდები იყო ჯარიდან

საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩაჩიბაია აფხაზეთის ომსა და ცხინვალის სამხედრო კონფლიქტს საქართველოს "სამოქალაქო ომებს" უწოდებს. ჩაჩიბაიამ ეს საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თქვა. მისი შეფასებით, ბოლო 28 წელში 4 ომიდან მხოლოდ ერთი იყო რუსეთთან. 

"28 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ 4 ომი გამოიარა. 3 სამოქალაქო ომი და ერთი ფართო აგრესია რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ბევრი ევროპული ქვეყანა ჩამოიშლებოდა, მაგრამ საქართველო დღეს დგას ფეხზე, მისი თავდაცვის ძალები ვითარდება,"- განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. 

"ამ ბიჭმა ჩემს თვალწინ გაიკეთა ჯარში კარიერა. სიმართლეს ვიტყვი, ყოველთვის შტერად ვთვლიდი და მაგიტომაც არც ვიცე-პოლკოვნიკზე მეტი წოდება არ მიმიცია და საერთოდ სხვისი (გენშტაბის) რეკომენდაციით დავნიშნე მესამე ბრიგადის მეთაურად. 2008 წლის ომის შედეგების გამო საერთოდ გასაგდები იყო ჯარიდან. დღეს გენშტაბის უფროსია და სალომემ გენერალ-ლეიტენანტობა უბოძა. ამრავლეთ ქვიშის კარიერის გენერლები, სანამ ჩვენს ყველა ომს სამოქალაქო ომად მიიჩნევენ ასეთები" - წერს ფეისბუქზე ირაკლი ოქრუაშვილი