აუცილებლად მივალ პარლამენტში, მადლობა ლევან კობერიძეს ამ საშუალებისთვის-დავით დვალი

აუცილებლად მივალ პარლამენტში, მადლობა ლევან კობერიძეს ამ საშუალებისთვის-დავით დვალი

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი მიესალმება დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის შეთავაზებას, რომ ტელეკომპანიის საკუთრების დავის თემაზე მასთან და ჯარჯი აქიმიძესთან პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრა გაიმართოს.

როგორც დვალმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში აუცილებლად მივლენ.

„აუცილებლად წავალ. ძალიან საინტერესოა. დიდი მადლობა ლევან კობერიძეს ამ საშუალებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ყველასთან ღიად ვისაუბროთ ამ პრობლემებზე. ღია ვართ დებატებისთვის“,- განაცხადა დავით დვალმა.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავის თემაზე დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, რამდენიმე დეპუტატთან ერთად, პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრისა და მსჯელობის გამართვას სთავაზობს. მისივე თქმით, შეხვედრა მედიისა და დაინტერესებული პირების დასწრებით შედგება.