2014 წლის შემდეგ ისრაელში მსგავსი ესკალაცია არ ყოფილა

2014 წლის შემდეგ ისრაელში მსგავსი ესკალაცია არ ყოფილა

„იყო დაძაბულობები ღაზის სექტორის ირგვლივ, მაგრამ მსგავსი ტიპის 2014 წლის შემდეგ არ ყოფილა. პროგნოზის გაკეთებაც რთულია. ისრაელის მხარეს გარდაცვლილთა რაოდენობა, მათ შორის სამოქალაქო პირების არის ოთხი, 80-მდე არის დაშავებული, 2 000 ადამიანს თავშესაფარში უწევს ყოფნა. პროგნოზის გაკეთება რთულია, როგორ განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა საქართველოს კონსულმა ალეკო ჯიშკარიანმა.

ამ დროისთვის ქართველებს საელჩოს ცხელ ხაზზე დახმარებისთვის არ მიუმართავთ:   

„საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით, რომლებიც არიან ქალაქ აშდოთში, აშქეონში, ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიებზე, მიაქციონ ყურადღება მოვლენათა განვითარებას, თვალყური ადევნონ სამართალდამცველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები, რაც ამ დროს არის გათვალისწინებული. საქართველოს მოქალაქეებს დახმარებისათვის არ მოუმართავთ. იყო მხოლოდ რამდენიმე ზარი, რაც ეხებოდა ძირითადად კონსულტაციის გაწევას სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. 

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, განსაკუთრებული რეჟიმი იქნა შემოღებული ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმოცი კილომეტრის რადიუსით. სწორედ ამ ტერიტორიაზე მოქმედებს განსაკუთრებული რეჟიმი. რაც შეეხება ისრაელს დანარჩენ ტერიტორიებს, ცხოვრება ჩვეულებრივი რეჟიმით გრძელდება. ყველა საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, სატრანსპორტო გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემები არ არის. მონიტორინგს ვუწევთ ვითარებას, ვართ კომუნიკაციაში ჩვენს მოქალაქეებთან". 

ისრაელში საქართველოს საელჩო საკუთარ ვებგვერდსა და ასევე სოციალურ მედიაში განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს. ასევე საელჩოში ამოქმედებულია ცხელი ხაზი +97236093206, +972526919092