ეკა ბესელია: მაია ცქიტიშვილის კომენტარი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

ეკა ბესელია: მაია ცქიტიშვილის კომენტარი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

მოვისმინე ინფრასტრუქტურის მინისტრის კომენტარი, რომელიც სხვათა შორის, გამაოგნებელი იყო, განსაკუთრებით ქალისგან გაუგებელი კომენტარი იყო. მთავრობის წევრი და მით უმეტეს ქალი როდესაც აკეთებს ასეთ კომენტარს, შორს არ წავალ, მაგრამ ეს კომენტარი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე ძალიან დამღლელია.

რაც შეეხება მიზანს, გასაგებია, რომ თავის დროზე როცა ეს დანაშაული დაიგეგმა, მიზანი ალბათ იყო იმ პროცესებისგან დისტანცირება რასაც დაემთხვა, რასაც დაამთხვიეს ეს ქმედება. ეს იყო სასამართლოსთან დაკავშირებული მოვლენები. მოსამართლეთა სია, რომელიც მაშინ გავაჩერე და არ გამოვიტანე განსახილველად. ამას უკავშირდებოდა სწორედ ეს მოვლენა. კონკრეტულად კიდევ უფრო შორს რომ არ წავიდეთ, დღეს მგონია, მთავარ კითხვებზე უნდა გასცეს პასუხი საგამოძიებო ორგანომ და ეს პასუხი არ არის გაცემული,- განაცხადა ბესელიამ.