ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დასრულდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დასრულდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 24 ივლისს კი, საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1-ელი აგვისტოდან ზოგადი უნარების შედეგები გამოქვეყნდება.

ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

2019 წლის გამოცდები 1 ივლისს დაიწყო. დღეს კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა; მასწავლებლის კომპეტენციას 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.