2020 წლის არჩევნებს „ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით შეხვდება

2020 წლის არჩევნებს „ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით შეხვდება

„ჩვენ უკვე მუშაობა დაწყებული გვაქვს ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე. ასევე, დაწყებულია კონსულტაციები, რაც ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, 2020 წლისთვის მოგვცემს იმას, რომ „ქართული ოცნება“ განახლებული პოლიტიკური პროგრამით და განახლებული გუნდით წარსდგება საზოგადოების წინაშე. თითოეული ჩვენი თანაგუნდელი, რა თქმა უნდა, თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს მომავალ პოლიტიკურ პროცესში. ასევე, ჩვენ 2020 წლის არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შევხვდებით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ