„18 წელზე მეტია ვარ პროფესიაში და მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე" - თადუმაძე

„18 წელზე მეტია ვარ პროფესიაში და მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე" - თადუმაძე

„18 წელზე მეტია ვარ პროფესიაში და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ვიყავი წარმატებული ადვოკატი, საჯარო სამსახურში სერიოზულ თანამდებობაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე და ვარ წარმატებული ბრალმდებელი, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებთან გასაუბრების დროს განაცხადა.

გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ პროფესიული და მენეჯერული გამოცდილება აძლევს საფუძველს, იყოს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი.

“დიდი გამოცდილება მაქვს ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობის. ვიყავი სამი მთავრობის შემადგელობის წარმომადგენელი. სახელისუფლებო ურთიერთობები საკანონმდებლო და აღმსასრულებელ ხელისუფლებას შორის ვიცი ძლიან კარგად და მიმჩანია, რომ ეს გამოცდილება სასამართლო ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვმართავდი საადვოკატო კომპანიას. მთავრობის საპარლამენტო მდივნად მუშაობის პერიოდში კოორდინაციას ვუწევდი კანონშემოქმედებით ურთიერთობას, მქონდა ურთიერთობა სამინისტროებთან და ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა იქნა ჩემს ხელში გავლილი, ჩემი სამსახურის დასკვნების საფუძველზე, რაც მიმაჩნია, რომ ნებისმიერ სტანდარტს აკმაყოფილებდა. ასევე უმნიშვნელოვანესი გამოცდილება მივიღე გარდამავალ დროს, მთავრობის ადმინიტრაციის ხელმძღვანელად მუშაობის მცირე პერიოდში“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.