ამინდის პროგნოზი

ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ – 2 მაისს, დღის ბოლოდან 4 მაისის გვიან საღამომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.