„არ მიმაჩნია, რომ ეკა ბესელიაზე ჩემი კომენტარი არაეთიკური იყო“ - მაია ცქიტიშვილი

„არ მიმაჩნია, რომ ეკა ბესელიაზე ჩემი კომენტარი არაეთიკური იყო“ - მაია ცქიტიშვილი

არ მიმაჩნია, რომ ეკა ბესელიაზე ჩემი კომენტარი არაეთიკური იყო, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ თემაზე პოლემიკაში უნდა შევიდე და რამე კომენტარი გავაკეთო. არ ვთვლი, რომ არაეთიკური იყო ჩემი კომენტარი და არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას, ამ თემაზე ბევრი კომენტარი გავაკეთე უკვე და ვთვლი, რომ ყველა ამომწურავი იყო“, - განაცხადა მაია ქციტიშვილმა.

შეგახსენებთ, მაია ცქიტიშვილმა გუშინ განაცხადა რომ ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე საუბარი უკვე ძალიან დამღლელია.