„ფორსაჟის" გადაღებები თბილისში აგვისტოდან დაიწყება

„ფორსაჟის" გადაღებები თბილისში აგვისტოდან დაიწყება

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰო­ლი­ვუ­დუ­რი მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი თრი­ლე­რის - "ფორ­სა­ჟის" ეპი­ზოდს გა­და­ი­ღე­ბენ. რო­დის იწყე­ბა გა­და­ღე­ბე­ბი, რას მო­უ­ტანს ჩვენს ქვე­ყა­ნას მსოფ­ლიო კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში ჩარ­თვა და რა პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით - "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში სა­ა­გენ­ტოს - "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" ხელ­მძღვა­ნელ­მა მი­ხე­ილ ხი­დუ­რელ­მა ისა­უბ­რა.

ხი­დუ­რე­ლის თქმით, თრი­ლე­რის გა­და­ღე­ბე­ბი თბი­ლის­ში აგ­ვის­ტო­ში და­ი­წყე­ბა და ზა­ფხულ­ში­ვე დას­რულ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფილ­მის ბოლო ათ წუთს გა­და­ი­ღე­ბენ:

"გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნი იქ­ნე­ბა თბი­ლის­ში. ფილ­მი 2020 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­მო­ვა კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე. სა­ქარ­თვე­ლო, თბი­ლი­სი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მას­ში და მსოფ­ლიო ეკ­რა­ნებ­ზე ამას იხი­ლავს ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი. ეს ძა­ლი­ან დრო­უ­ლია ჩვენ­თვის, მა­შინ როცა ტუ­რიზ­მი დიდი გა­მოწ­ვე­ვაა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ასეთ ფილმში ქვეყ­ნის და ქა­ლა­ქის გა­მო­ჩე­ნა, არის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი რეკ­ლა­მა" - აღ­ნიშ­ნა ხიდურელმა.

მან­ვე ისა­უბ­რა რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კუ­ლი კონ­გლო­მე­რა­ტის NBC Universal-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთი ფილ­მით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა ამე­რი­კუ­ლი მხა­რის და­ინ­ტე­რე­სე­ბა და მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მო­მა­ვალ­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფილ­მის გა­და­სა­ღებ მო­ედ­ნად იქ­ცეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა:

"რე­ა­ლუ­რად, ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი იყო მოგ­ვეხ­დი­ნა გარ­და­ტე­ხა - ასე ვთქვათ, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ე­ღოთ ამ დიდ სტუ­დი­ებ­სა და ჰო­ლი­ვუდს ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მოს­ვლის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, ამ­ხე­ლა პრო­ექ­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბა ნიშ­ნავს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლია და გზა ხსნი­ლია სხვა სტუ­დი­ე­ბის­თვი­საც.

ჰო­ლი­ვუ­დი საკ­მა­ოდ და­ხუ­რუ­ლი და ვიწ­რო სივ­რცეა, თუ ჩვენ ამ ეტა­პამ­დე ყვე­ლა­ფე­რი ეფექ­ტუ­რად გა­ვუ­კე­თეთ მათ, ჰო­ლი­ვუდ­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან იმით, რო­გო­რი იყო გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში - რამ­დე­ნად დიდი მზა­ო­ბა იყო სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, დახ­მა­რე­ბის, იგი­ვე გზე­ბის გა­და­კეტვის, სი­მარ­ტი­ვის თვალ­საზ­რი­სით, ერთ-ერთი ფაქ­ტო­რია ისიც, რამ­დე­ნად იაფი დაჯ­და გა­და­ღე­ბა. ის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, რაც მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გებ­ში გვაქვს - ბიზ­ნე­სის სი­მარ­ტი­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ და­ვა­ნა­ხეთ, რად­გან რამ­დე­ნი­მე დღე­ში მოხ­და ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რის გავ­ლა.

შე­სა­ბა­მი­სად, ეს ფილ­მი და პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი. ახლა არ შე­მიძ­ლია დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა უკვე მი­დის სა­უ­ბა­რი სხვა პრო­ექ­ტებ­ზეც და ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ იქეთ წელს შე­საძ­ლოა 2-3 ფილმზე იყოს ლა­პა­რა­კი, რაც ჩვე­ნი კი­ნო­ინ­დუსტრი­ი­სა და საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, ერ­თის მხრივ რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დის ფული და მარ­კე­ტინ­გუ­ლად ჩვენს ქვე­ყა­ნას წა­ად­გე­ბა და მე­ო­რე მხრივ, ძა­ლი­ან დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ ქარ­თუ­ლი საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­ე­ბი.

ფილ­მის პრო­ექ­ტის ბი­უ­ჯე­ტი 31 მი­ლი­ო­ნი ლა­რია. ამას და­ხარ­ჯავს ფილ­მი და სა­ხელ­მწი­ფო ამ თან­ხი­დან აუ­ნა­ზღა­უ­რებს 25%-ს, ე.წ "ქე­შ­ბექს". გათ­ვლაა იმა­ზე, რომ რაც მათ გა­და­სა­ხა­დებ­ში უნდა გა­და­ე­ხა­დათ, იმას იბ­რუ­ნე­ბენ უკან, თუმ­ცა და­ნარ­ჩე­ნი თან­ხა რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ის 25 %, რა­საც ფილ­მის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი წა­ი­ღებს, რომ დავ­თვა­ლოთ რომ მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხარ­ჯია, ასეთ ფა­სად ასეთ რეკ­ლა­მას ვერ გა­ვა­კე­თებ­დით. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ეკ­რან­ზე მოხ­ვდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, სა­დაც და­ე­წე­რე­ბა - "თბი­ლი­სი, სა­ქარ­თვე­ლო" და ყვე­ლა ნა­ხავს, რომ არის ახა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო ქვე­ყა­ნა. ამ ფილ­მს კი ყავს უამ­რა­ვი ფანი, რო­მე­ლიც ფილ­მის შემ­დეგ და­დის და ათ­ვა­ლი­ე­რებს იმ ქვეყ­ნებს, სა­დაც ფილ­მია გა­და­ღე­ბუ­ლი" - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ხი­დუ­რელ­მა.