ზელენსკის გუნდი უარს აცხადებს მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე

ზელენსკის გუნდი უარს აცხადებს მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე

უკარაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის გუნდი გამორიცხავს დონბასში საომარ მოქმედებებში მონაწილე პირთა ამნისტირებას, - ამის შესახებ განცხადება ერთ-ერთი ტელეარხის (ICTV) ეთერში პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა დიმიტრი რაზუმკოვმა გააკეთა.

რაზუმკოვის თქმით, ამნისტიის გამოყენება იმ ე.წ. ბოევიკთა მიმართ, რომლებიც სამხედრო ხასიათის დანაშაულებებში არიან მხილებულნი, დაუშვებელია. ამასთან რაზუმკოვმა გამორიცხა ამ საკითხთან დაკავშირებით ალტერნატიული პოზიციის ქონის შესაძლებლობა.

„არანაირი ამნისტია მოცემულ საკითხში არ ვრცელდება, არც უკრაინაზე და არც უცხოეთში“-დასძინა მან.

თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების შეიარაღებული ძალები, რუსეთის ოფიციოზისა და სახელისუფლო მედიის მტკიცებით, ადგილობრივი მოსახლეობისგან შედგება, რომლებიც უკრაინის მოქლაქეები არიან. მათი რაოდენობა კი 30 ათას ადამიანს შეადგენს. ამ კატეგორიის პირთა, ასევე უღიარებელ „რესპუბლიკათა“ ხელმძღვანელობის ამნისტია, მინსკის შეთანხმებათა სავალდებულოდ შესასრულებელ პუნქტს წარმოადგენს. ეს ვალდებულება აღებული აქვს კიევს, როგორც ერთ-ერთ ხელმომწერ მხარეს.

შეთანხმების ტექსტში ნათქვამია: „უზრუნველყოფილ იქნეს შეწყალება და ამნისტია იმ კანონის ძალაში შესვლის გზით, რაც კრძალავს იმ პირთა დევნასა და დასჯას, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მოვლენებში, რასაც ადგილი ქონდა უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში“. შეთანხმების ტექსტში არაფერია ნათქვამი რაიმე გამონაკლისის თაობაზე, რაც არ ვრცელდება ხსენებულ დებულებაზე.

როგორც ცნობილია, პარტია „ხალხის მსახურმა“ 21  ივლისს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, პირველად დამოუკიდებელი უკრაინის არსებობის ისტორიაში, შეძლო მანდატების აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება. დამუშავებულ ბიულეტენთა 90%-ის მონაცემების თანახმად, ზელენსკის პარტია უკრაინის პარლამენტის 450  მანდატიდან 253 მანდატს მოიპოვებს.

 

პუბლიკაცია ლენტა.რუ-ს მასალებზე დაყრდნობით მოამზადა ზურა ქელეხსაშვილმა